მენეჯმენტი

შოთა ბერეკაშვილი

მმართველი პარტნიორი

შოთა ბერეკაშვილი 2017 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. 2009-2017 წლებში იყო სამშენებლო კომპანია ბიქეი კაპიტალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2003-2009 წლებში მუშაობდა ბიქეი კაპიტალის აღმასრულებელ დირექტორად მოსკოვში, 1999 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ-იორკსა და ლონდონში. 1999 წელს მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში. 2002 წელს დაამთავრა კასის ბიზნესის სკოლა ლონდონში და მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორატიულ ფინანსებსა და რისკების მენეჯმენტში.

ირაკლი ბურდილაძე

მმართველი პარტნიორი

ირაკლი ბურდილაძე 10 წელია დეველოპმენტის სექტორში მოღვაწეობს. 2006 წლიდან იკავებდა გენერალური დირექტორის, ოპერაციების დირექტორის და ფინანსური დირექტორის პოზიციას საქართველოს ბანკში, მანამდე კი იყო GMT ჯგუფის ფინანსური დირექტორი. დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში.

ბაკური ბერეკაშვილი

დირექტორი

8 წელი მოღვაწეობდა საჯარო სექტორში. ბოლოს, 2013-2016 წლებში იკავებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას. 2016 წლიდან მუშაობს ბიქეი ქონსთრაქშენში. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.