სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენის მორიგი წარმატებული პროექტი

11.03.2022

ბიქეი ქონსთრაქშენმა წარმატებით დაასრულა რეგიონის უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარმარკეტი დომინოს ახალი ფილიალის მშენებლობა.

1-წლიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგად, 16 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა ბიქეი ქონსთრაქშენის კიდევ ერთი დასრულებული პროექტი.

სამშენებლო ჰიპერმარკეტი განთავსებულია 15,000 კვ.მ-ზე, რაც მოიცავს ძირითად შენობას და სახურავის პარკინგს.

აღნიშნული პროექტი ბიქეი ქონსთრაქშენისთვის რიგით მე-2 მსხვილი პროექტია სავაჭრო ცენტრების მიმართულებით.