ბიქეი ქონსთრაქშენის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში რიგით მე-2 პროექტის სამშენებლო პროცესებს, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობი ვარკეთილის მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩა N18-ში მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის დასრულება ამ წლის ნოემბერში იგეგმება.
ბიქეი ქონსთრაქშენის მიერ განხორციელებული პირველი პროექტი ვადაზე ადრე დასრულდა, ხოლო ბინები მესაკუთრეებისთვის უკვე გადაცემულია.
სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც ბიქეი ქონსთრაქშენი ახორციელებს 7 880 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს.