სიახლეები

„ბიქეი ქონსთრაქშენის“და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ ერთობლივი ინიციატივა

30.03.2022

სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო კონკურსში პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ საგრანტო კონკურსში. აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში ბიქეი ქონსთრაქშენი მონაწილეობს სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-თან ერთად.


28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში, კონსტრუქტ2-ში გაიმართა საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია, ბიქეი ქონსთრაქშენსა და USAID-ს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ შორის.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიქეი ქონსთრაქშენის, USAID-ის, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.


სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 ბიქეი ქონსთრაქშენის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.


აღნიშნული გრანტი მოხმარდება სამშენებლო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანური კაპიტალის მიწოდების უზრუნველყოფას, დამსაქმებლების ჩართვას უნარების განვითარებაში, პირდაპირი კავშირის დამყარებას მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის.


USAID-თან ერთად, აღნიშნული გრანტი გულისხმობს, ბიქეი ქონსთრაქშენის მხრიდანაც ფინანსურ ჩართულობას, პროგრამის დასახული მიზნების მიღწევაში.

აღნიშნული საგრანტო პროექტი გაგრძელდება რვა თვის განმავლობაში. პროგრამის მიზანია ერთის მხრივ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარობის ზრდა და მეორეს მხრივ სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის მოკლევადიანი გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამიზნე აუდიტორიებისთვის.


აღნიშნულ საგრანტო პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონის ასევე მთლიანად ქვეყნისათვის, რადგან ემსახურება პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის ფართე მასებისათვის გაზიარებას, დაინტერესებულ პირთა პროფესიულ გადამზადებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


“მსურს მადლობა გადავუხადო USAID-ს, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ გრანტით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ პროფესიული განათლება და შემდეგ დასაქმება ხელმისაწვდომი. მეტი პროფესიონალი ხელოსანი, მეტად ხარისხიან და დროში ეფექტური მშენებლობის წინაპირობაა“, – განაცხადა ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველმა პარტნიორნა, შოთა ბერეკაშვილმა.