სიახლეები

26 ოქტომბერს, ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ში გაიმართა საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია, კოლეჯსა და აშშ-ს საელჩოს შორის.

27.10.2022

გრანტის მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ამაღლდეს ცნობიერება პროფესიული განათლებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ და გაიზარდოს ქალი სტუდენტების ჩართულობა მამაკაცების მიერ დომინირებული პროგრამების მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია იმერეთის ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა აირჩიონ პროფესია, როგორ დაგეგმონ სწორად თავიანთი კარიერა, რომ შეძლონ გათავისუფლდნენ სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან და გააცნობიერონ რომ არ არსებობს ქალის და მამაკაცის პროფესიები, მთავარია ვიცოდეთ რა საქმის კეთება გვინდა“ - განაცხადა თამარ ზაქარაშვილმა, კონსტრუქტ2-ის დირექტორმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენის წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.

კონსტრუქტ2 არის სამშენებლო კოლეჯი, რომელიც დაარსდა 2017 წელს, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობის შედეგად.