სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენმა თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

19.09.2023

დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე ბიქეი ქონსთრაქშენის ვარკეთილის სამშენებლო ობიექტს ესტუმრა.

აღნიშნულ ობიექტზე ხორციელდება თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ პროექტი.

 

ბიქეი ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ტენდერში.

 

ტენდერი ითვალისწინებს კალოუბნის ქუჩის N18-ში  არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, მრავალბინიანი 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას.

 

სამშენებლო სამუშაოები მომდევნო 30 თვის  განმავლობაში გაგრძელდება.

სამშენებლო ფართობი  7880 კვ. მ, ხოლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 7 მლნ 336 ათას 116 ლარის შეადგენს.

 

პროექტის ფარგლებში 29 ოჯახი დაკმაყოფილდება სრულად გარემონტებული ბინებით.