სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა.

07.11.2024
ბიქეი ქონსთრაქშენმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა. სამგორის რაიონში მდებარე პროექტი ჯამში მოიცავს 89 ბინას და ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 36 ოჯახი დაკმაყოფილდა სრულად გარემონტებული ბინებით. „მნიშვნელოვანია, რომ მერიის პროექტი - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ წარმატებით ხორციელდება და ჩვენ მის პირველ შედეგს უკვე ვხედავთ. მოხარული ვარ რომ აღნიშნული პროექტი დათქმულ ვადაზე ადრე დავასრულეთ. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის თბილისისთვის, ერთის მხრივ სოციალური კუთხით და მეორეს მხრივ სწორი ურბანული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში შეზღუდულია კორპუსის სართულიანობა, გათვალისწინებულია რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, რაც ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ჩვენთვისაც იყო საპილოტე და აქ მიღებული გამოცდილება, გამოგვადგება უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებაში, ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში. დამატებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში კარგად არის შერწყმული კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და კომერციული ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეების საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. მოხარული ვართ, რომ შევძელით 36 ოჯახისთვის კარდინალურად შეგვეცვალა საცხოვრებელი პირობები და დამატებითი ბედნიერება შეგვეტანა მათ ცხოვრებაში.” აცხადებს შოთა ბერეკაშვილი, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველი პარტნიორი.