სიახლეები

ბიქეი ქონსთრაქშენმა თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

19.11.2024

ავარიული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების,  ჩანაცვლების პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში ხორციელდება. მალე  კორპუსის 36 მობინადრე  იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებს.

ბიქეი ქონსთრაქშენმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ტენდერში გაიმარჯვა  და  21 მაისს გააფორმა ხელშეკრულება.

 

აღნიშნულ მისამართზე, ავარიული 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა.

პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო მეორე სართულიდან მეათე სართულის ჩათვლით განთავსდება 79 საცხოვრებელი ბინა.

36 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, ჯამში: 2234 კვ.მ, ხოლო სამშენებლო ჯამური ფართობი კი შეადგენს: 7880 კვ.მ.