სიახლეები

„თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს

11.03.2022

ბიქეი ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ და დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. ამ მიზნით, კომპანიებმა ჯამში 110 000 ლარზე მეტი გადარიცხეს სხვადასხვა ფონდებში:


• 50 000 ლარი გადაირიცხა თბილისის მერიის ინიციატივით გახსნილ ანგარიშზე, რომელიც სრულად მოხმარდება უკრაინელ ხალხს.

• 50 000 ლარი გადაირიცხა UNICEF-ის სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ემსახურება უშუალოდ ბავშვების დახმარებას უკრაინაში

• 10 000 ლარი გადაირიცხა საქართველოს ბანკის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე „წითელი ჯვრისთვის“, ასევე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად


ამას გარდა, დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და საგაზაფხულო აქციის ფარგლებში ბინების გაყიდვიდან შემოსული თანხის 5%-ს მიმართავს უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ საქველმოქმედო ფონდებში. საგაზაფხულო აქცია გაგრძელდება აპრილის ბოლომდე, რომლის ფარგლებშიც ბინის შეძენა კიდევ უფრო მოქნილი პირობებით მეტად ხელმისაწვდომი გახდება.